ატლეტიკო - ბრიუგე 4:1
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო მატჩში მადრიდის ატლეტიკომ შინ ბრიუგეს 4:1 მოუგო. სორლოტმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, 1 გოლი კარდოსომ შეაგდო. ერთადერთი საპასუხო გოლი ჯოელ ორდონიესის ანგარიშზეა, პირველი მატჩი 3:3 დასრულდა. ასე რომ ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს აგრძელებს, ბრიუგე ტურნირს გამოეთიშა.