კვერნაძის ეფექტური საგოლე პასი VS ვენეცია
სერია B-ს ტურის ცენტრალურ მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ ფროზინონე ვენეციას ამარცხებს. 43-ე წუთზე გიორგი კვერნაძის გადაცემით რაიმონდომ ანგარიში გახსნა. იტალიის ჩემპიონატის ბოლო ოთხ მატჩში ქართველი შემტევის აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე პასია (3 საგოლე მოქმედება).