დადვანი: ეს მარცხი საამაყოა... არ ვიცი, სიტყვებით სწორად როგორ ავხსნა
წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიასთან დამარცხდა - 14:16. პირველი ტაიმი მხოლოდ 1 ბურთით, 6:7 დავთმეთ. მეორე ტაიმში 12:14-ზე მსაჯმა დადვანი გააძევა, საკამათო ვითარებაში იტალიელთა გოლი ჩათვალა და ანგარიში 12:15 გახდა. ეს მომენტი შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა, მატჩის დარჩენილი დრო რიცხობრივ უმცირესობაში გავატარეთ და საბოლოოდ 2 გოლით დავმარცხდით. საქართველოს ნაკრების მხრიდან ვაკო დადვანმა და სტეფან პიეშივაცმა ჰეთ-თრიკი შეასრულეს, საბა ტყეშელაშვილისა და დუშან ვასიჩის აქტივში 2-2 გოლია, ხოლო თითო გოლი ნიკა შუშიაშვილის, ანდრია ბითაძის, ველკო ტანკოშიჩის და ანდრია ვლაჰოვიჩის ანგარიშზეა.