სტრიკლენდმა ჩიმაევი დაამარცხა და ქამარი დაიბრუნა
UFC 328-ის მთავარი მოვლენა საშუალო წონითი დივიზიონის ორთაბრძოლა იყო, შონ სტრიკლენდმა ხამზატ ჩიმაევი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯებმა გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად სტრიკლენდი გამოაცხადეს. ერთმა არბიტრმა უპირატესობა ჩიმაევს მიანიჭა (48:47), ორმა - სტრიკლენდს (48:47, 48:47).