ოგბაიძის ზუსტი თავური - ქართველის მორიგი გოლი ჰერტა 2-ში
23 წლის შალვა ოგბაიძემ ბერლინის ჰერტას 23-წლამდე გუნდში მორიგი გოლი გაიტანა. ქართველი ნახევარმცველის გუნდი სტუმრად მოიზელვიცს დაუპირისპირდა და 1:3 დაამარცხა. ოგბაიძემ კი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე გაიტანა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და შესაბამისად, ქართველმა ნახევარმცველმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მიმდინარე სეზონში, ეს გოლი შალვა ოგბაიძისთვის ჰერტა 2-ის შემადგენლობაში მესამე იყო.