5 წუთში დუბლი შეასრულა | კიტეიშვილის შთამბეჭდავი დაბრუნება
ამ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირის ჩათვლით კიტეიშვილმა 30 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ტრავმა აწუხებდა, ერთი მატჩი გამოტოვა, დღეს დაბრუნდა და გუნდს 2 გოლით დაეხმარა. მისი გამოსვლისას ვოლფსბერგერი 2:0-ს იგებდა, თუმცა კიტეიშვილის დუბლით ანგარიში გათანაბრდა.