თავით შეასრულა | ნონიკაშვილის მეორე გოლი სეზონში
უკრაინის ჩემპიონატის მე-15 ტურში ჩერკასიმ შინ ობოლონი 3:0 დაამარცხა. 77-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილმა თავით შეაგდო და ანგარიში 2:0 გახდა. მიმდინარე სეზონში 24 წლის ნახევარმცველმა უკრაინის უმაღლეს ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 2 გოლია. ჩერკასი 32 ქულით შახტართან ერთად ჩემპიონატის ლიდერია.