ბარსელონა - ოლიმპიაკოსი 6:1
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში ბარსამ ოლიმპიაკოსს 6:1 მოუგო. ფერმინ ლოპესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, რაშფორდმა - დუბლი. იამალმა პენალტიდან გაიტანა. ერთადერთი საპასუხო გოლი 54-ე წუთზე ელ ქააბიმ გაიტანა და ანგარიში 2:1 გახდა. ასევე უნდა ითქვას, რომ 2:1-ზე ოლიმპიაკოსი 10 ფეხბურთელით დარჩა, სანტიაგო ჰეზემ წითელი ბარათი მიიღო.