ჩვენი შანსები გვექნება | მექვაბიშვილი და გოგლიჩიძე ესპანეთთან მატჩზე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში საწვრთნელ შეკრებაზე პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად საბა ლობჟანიძეს და გიორგი გულიაშვილს არ უვარჯიშიათ, რომლებიც ნაკრებს დღეს შეუერთდნენ. მოხლოებული მატჩების შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, საბა გოგლიჩიძემ და ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრეს.