კვიპროსი - საქართველო 61-93 2 სექტემბერი 2025 | 22:45 ევრობასკეტის C ჯგუფის მე-4 ტურში კვიპროსი საქართველოსთან დიდი ანგარიშით, 61-93 განადგურდა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.