რეალი - ზალცბურგი 3:0
FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულდა. H ჯგუფში ჩაბი ალონსოს გაწვრთნილმა მადრიდის „რეალმა' „ზალცბურგს' 3:0 მოუგო, გოლები ვინისიუსის, ვალვერდესა და გარსიას ანგარიშზეა. „სამეფო კლუბი' 7 ქულით პირველზე გავიდა, „პაჩუკასაც' მოუგო (3:1), „ალ ჰილალთან' ფრედ ითამაშა.