წითელი ბარათი 9 ფეხბურთელს | ინციდენტი დინამო - ტორპედოს მატჩის შემდეგ
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თბილისის დინამომ ქუთაისის ტორპედოს 2:0 მოუგო. თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის გამოც მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა დინამოს ხუთ (თორნიკე მორჩილაძე, საბა ხვადაგიანი, თემურ ოდიკაძე, ცოტნე ბერელიძე, მიხეილ მაქაცარია) და ტორპედოს ოთხ ფეხბურთელს (ფელიპე პირესი, ერიკ პიმენტელი, ჟოუ კამარგო, კისლე ზიტა) წითელი ბარათი უჩვენა.