ინტერი - ბარსელონა 4:3
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე საპასუხო მატჩში ინტერმა ბარსას 4:3 მოუგო. პირველი ტაიმი ინძაგის გუნდმა ლაუტაროს და ჩალჰანოღლუს გოლებით 2:0 მოიგო. მეორე ტაიმში ერიკ გარსიას დუბლს რაფინიას გოლი მოჰყვა, ფლიკის გუნდმა თამაში შემოატრიალა, თუმცა მე-3 დამატებულ წუთზე აჩერბიმ ინტერი მარცხისგან იხსნა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა. 99-ე წუთზე ფრატეზიმ ინტერისთვის გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო.