იტვირთება...

კვერნაძის მორიგი საგოლე პასი VS კოზენცა

იტალიის სერია B-ს 32-ე ტურში ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის საგოლე პასის შემდეგ დარდოეს გოლით ფროზინონემ კოზენცასთან ანგარიში გაათანაბრა (1:1). ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე მოქმედება ზედიზედ სამ მატჩში შეასრულა, ბრეშას გაუტანა, სამპდორიასთან და კოზენცასთან საგოლე პასები შეასრულა. საერთო ჯამში, ამ სეზონში სერია B-ს 27 მატჩში (9 სასტარტოში) მის აქტივში 3 გოლი და 4 საგოლე პასია.