მილანი - ფეიენოორდი 1:1
ჩემპიონთა ლიგის ფლეი ინის საპასუხო მატჩში მილანი-ფეიენოორდი 1:1 დასრულდა. ანგარიში პირველივე წუთზე ხიმენესმა გახსნა, 51-ე წუთზე ტეო ერნანდესმა მეორე ყვითელი ბარათი სიმულაციის გამო მიიღო და მილანი 10 ფეხბურთელით დარჩა. ანგარიში არგენტინელმა ხულიან კარანზამ გაათანაბრა. პირველი მატჩი ნიდერლანდურმა კლუბმა პეიშაოს გოლით მოიგო და ორი მატჩის ჯამში გაიმარჯვა. ფეიენოორდი მერვედფინალში ითამაშებს.