ვესტ ჰემი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:1
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-9 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლონდონში „ვესტ ჰემთან“ (1:2) დამარცხდა და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა. 74-ე წუთზე კრის სამერვილის გატანილ ბურთს ზუსტი დარტყმით 81-ე წუთზე კაზემირომ უპასუხა. გამარჯვების გოლი კი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ჯარედ ბოუენმა 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა.