იტვირთება...

ოლიმპიადა საზეიმოდ დაიხურა - საქართველოს მედროშე გენო პეტრიაშვილია

პარიზის ოლიმპიადა დღეს საზეიმოდ დაიხურა. რიგით 33-ე ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია „პარკ დე ფრანცზე“ ჩატარდა, საქართველოს მედროშე კი ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი იყო. საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გათამაშება 7 მედლით დაასრულა - 3 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე გახდნენ, ვერცხლის მედლები ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ და გივი მაჭარაშვილმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს კი ლაშა გურული დასჯერდა.

მსგავსი ვიდეოები