უშანსო მარცხი - გამყრელიძემ პირველივე შეხვედრა წააგო
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, დღეიდან გათამაშებაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. პირველი, ვინც საქართველოს სახელით იასპარეზა, ვლადიმერ გამყრელიძე იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ქართველი მოჭიდავე უზბეკ მეტოქესთან 5:1 დამარცხდა. გამყრელიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ უზბეკის ფინალში გასვლის შემთხვევაში გააგრძელებს.