ხორვატია - იტალია 1:1
ევრო 2024-ის B ჯგუფის დასკვნით ტურში ხორვატია-იტალია 1:1 დასრულდა. 55-ე წუთზე მოდრიჩმა ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმის მერვე დამატებულ წუთზე ძაკანიმ ულამაზესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ამ გოლით იტალია ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მერვედფინალში თამაში გაინაღდა.