გოლის აღნიშვნისას ტრავმა მიიღო - სვიდერსკიმ შესაძლოა ევრო 2024 გამოტოვოს
ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში პოლონეთი თურქეთის ეროვნულ ნაკრებს მასპინძლობს. მე-12 წუთზე პოლონელები კაროლ სვიდერსკიმ დააწინაურა, თუმცა, გოლის აღნიშვნისას ტრავმა მიიღო, რის გამოც შეხვედრა ნაადრევად დატოვა და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება.