ჟირონა - გრანადა 7:0
ლა ლიგის ბოლო ტურში, ჟირონამ გრანადა 7:0 გაანადგურა. არტიომ დოვბიკმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და პიჩიჩის ჯილდოსთვის ბრძოლაში პირველ ადგილზე გადავიდა. უკრაინელს 24 გოლი აქვს, მეორეადგილოსან ალექსანდრ სორლოტს კი 23, მაგრამ სათამაშო აქვს. ამასთან, ერთ სეზონში დოვბიკზე მეტი გოლი ლა ლიგაში, გრანადას მაისურით არავის გაუტანია. აქამდე, რეკორდსმენი 21 გოლით კრისტიან სტუანი იყო.