ფიორენტინა - ნაპოლი 2:2
ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ სერია A-ს 37-ე ტურში ფიორენტინასთან ფრედ, 2:2 ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა. კვარამ თავი 57-ე წუთზე გამოიჩინა და ვიოლას კარი ულამაზესი ჯარიმით აიღო. ხვიჩა 86-ე წუთზე შეცვალეს.