ფროზინონე - ინტერი 0:5
სერია A-ს 36-ე ტურში, ინტერმა ფროზინონე 5:0 დაამარცხა. ნერაძურის მხრიდან გოლები დავიდე ფრატეზიმ, მარკო არნაუტოვიჩმა, ტაჯონ ბუკენენმა, ლაუტარო მარტინესმა და მარკუს ტურამმა გაიტანეს. ფროზინონეს დამარცხების შემდეგ ინტერს სერია A-ს არსებობის ისტორიაში 4600 ქულა დაუგროვდა. ნერაძური იუვენტუსის შემდეგ მეორე გუნდია, რომელმაც ეს შედეგი დააფიქსირა.