თავისუფალი ჭიდაობა, გიორგი ქარელი, საბა მინდიაშვილი, თემურ თუთარაშვილი, რატი რევაზიშვილი, დავით გორგაძე
Aa
Aa

მოჭიდავეების 5 ბრინჯაო კონტინენტის პირველობაზე

საბერძნეთის ქალაქ ლუტრაკში გამართული ევროპის 15-წლამდე ჩემპიონატი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მესამე საპრიზო ადგილი გიორგი ქარელმა (38 კგ), საბა მინდიაშვილმა (41 კგ), თემურ თუთარაშვილმა (48 კგ), რატი რევაზიშვილმა (68 კგ) და დავით გორგაძემ (75 კგ) დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ ქარელმა და გორგაძემ ბრინჯაოს მედალი თანამემამულეების, ზურაბ დოთიაშვილისა და ზურაბ გიგუაშვილის დამარცხების შედეგად მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრები პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე ათ წონით კატეგორიაში 13 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ათიდან სამ წონაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართული ფინალი შედგა, 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი სამწუხაროდ, როგორც ლუკა შარიქაძე, ასევე საბა პაპაშვილი მედლის გარეშე დარჩნენ. ქართველი მოჭიდავეები ტურნირისთვის მთავარმა მწვრთნელმა ჯონი ლორიამ მოამზადა, რომელსაც დახმარებას ასისტენტები კახაბერ დობორჯგინიძე და ზვიად გვილავა უწევდნენ. ანალოგიური შეჯიბრება საბერძნეთში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაშიც მიმდინარეობს და პრიზიორები უახლოეს მომავალში გამოვლინდებიან. გარდა მოჭიდავეებისა, ევროპის 15-წლამდე პირველობაზე კიდევ საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელია და რამდენიმე შეხვედრას ქართველი არბიტრი ელენე ტაბლიაშვილი მოემსახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოჭიდავეების სამი ოქრო პრესტიჟული ტურნირიდან
მოჭიდავეების სამი ოქრო პრესტიჟული ტურნირიდან