ხვიჩა კვარაცხელია, ევრო 2024, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ფეხბურთელები, რომლებმაც ევრო 2024-ზე შესაძლებლობები უნდა დაამტკიცონ - ხვიჩა სიის ათეულშია

ცნობილი ფრანგული სპორტული გამოცემა Le Quotidien Du Sport-ი ევრო 2024-ის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და იმ ფეხბურთელების შესახებ წერს, რომლებმაც ტურნირზე საკუთარ შესაძლებლობები კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცონ.

სააგენტომ ფეხბურთელთა ათეული გამოაქვეყნა, რომელშიც ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაცაა.

რას წერს სააგენტო ხვიჩაზე:

გახანგრძლივებული საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, ჯვაროსნებმა ტურნირზე მონაწილეობის უფლება ისტორიაში პირველად, საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვეს. ევროზე მონაწილეობა ამ გუნდის ლიდერისთვის ბრწყინვალე შანსი იქნება, რათა მსოფლიოს წამყვან ლიგებში შეძლოს კარიერის შეძლოს კარიერის გაგრძელება. ვილი სანიოლის გუნდისგან დიდ შედეგებს არავინ ელის, მაგრამ შეიძლება მათ მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლონ და ისეთ ჯგუფში, სადაც პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებები არიან, გულშემატკივრებს სიურპრიზი შესთავაზონ. საინტერესოა, შეძლებს თუ არა სკუდეტოს მოგებიდან ორი წლის შემდეგ კვარაცხელია საკუთარი ქვეყნის საუკეთესო დონეზე აყვანას?

ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, გამოცემამ კიდევ 9 ფეხბურთელი გამოარჩია, ესენი არიან: მარსელ ზაბიცერი (ავსტრია), იანის ჰაგი (რუმინეთი), ზეკი ამდუნი (შვეიცარია), ლეროი ზანე (გერმანია), ფედერიკო კიეზა (იტალია), მარკუს ტურამი (საფრანგეთი), კოდი გაკპო (ნიდერლანდები), დომინიკ სობოსლასი (უნგრეთი), ხოსელუ (ესპანეთი).

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი თურქეთის (18 ივნისი), ჩეხეთის (22 ივნისი) და პორტუგალიის (26 ივნისი) ნაკრებები იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის მეცის მბაპეა“ - ბოლონი მიქაუტაძეზე და ლე ავრისთან მოგებაზე
„ის მეცის მბაპეა“ - ბოლონი მიქაუტაძეზე და ლე ავრისთან მოგებაზე