პეპ გუარდიოლა, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

დისკვალიფიკაციები არ გვაშინებს - რა თქვეს ანჩელოტიმ და გუარდიოლამ

უკვე ზედიზედ მესამე სეზონია უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ გზები იკვეთება. თუ შარშანწინ უფრო ძლიერი სამეფო კლუბი აღმოჩნდა, შარშან „ქალაქელებმა“ გაიმარჯვეს და საბოლოოდ ტურნირის ჩემპიონებიც გახდნენ. პეპ გუარდიოლას მომზადებულ „სიტის“ მეოთხედფინალის პირველ რაუნდში ჩემპიონთა თასის ყველა დროის რეკორდსმენის წინააღმდეგ თამაში სტუმრად მოუწევს.

რა თქვა ანჩელოტიმ

ვიცი, რომ ჩვენ შემადგენლობაში დისკვალიფიკაციის ზღვარზე ერთბაშად ოთხი ფეხბურთელია და თუ ისინი ყვითელ ბარათს მიიღებენ, საპასუხო მატჩს გამოტოვებენ. თუმცა, ამის გამო სიფრთხილის გამოჩენას არც ერთ მათგანს არ მოვთხოვ, რადგან „რეალში“ სათანადო შემცვლელი აბსოლუტურად ყველა მოთამაშეს ყავს. ვინისიუსი - უოკერის დუელი? ორივე კლუბში იმდენი უმაღლესი კლასის ოსტატი ირიცხება, რომ კიდევ სხვა საინტერესო დაპირისპირებები გველის. რაც შეეხება ჯუდ ბელინგემს, ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია, რომელიც საჯარიმოში კარგად იხსნება და ბევრი გოლის გატანა შეუძლია

რა თქვა გუარდიოლამ

ეს არც ჩემთვის და არც „მანჩესტერ სიტისთვის“ „რეალთან“ პირველი შეხვედრა არ არის და შესაბამისად, მადრიდელების ძლიერი მხარეების შესახებ ყველაფერი კარგად ვიცით. ახალი გითხრათ რამე? არა მხოლოდ ძველს გეტყვით, შარშან სამეფო კლუბს ვაჯობეთ, შარშანწინ კი უფრო ძლიერები ისინი აღმოჩნდნენ. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალი“ ბევრ სათამაშო ასპექტშია ძლიერი, ჩვენ კი უნდა შევეცადოთ მათ თავს ჩვენი სტილი მოვახვიოთ.

ამ გუნდებს შორის ჯამში გამართული თორმეტი მატჩიდან ოთხი მადრიდის „რეალმა“ მოიგო, სამი ფრედ დასრულდა, „მანჩესტერ სიტის“ ანგარიშზე კი ხუთი გამარჯვებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა: “ბელინგემის გავლენა აშკარაა, რეალი წელს განსხვავებულია“
გუარდიოლა: “ბელინგემის გავლენა აშკარაა, რეალი წელს განსხვავებულია“