ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

მე-11 ტიტული | გუგეშაშვილის ყარაბაღი აზერბაიჯანის ჩემპიონია

ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მიზანს ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე მიაღწია და „კაპაზთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, ტიტული გაინაღდა.

„ყარაბაღმა“ მათე კვირკვიასა და გიორგი პაპუნაშვილის „კაპაზი“ სტუმრად 6:1 გაანადგურა. გუგეშაშვილმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, პაპუნაშვილი განაცხადში არ ყოფილა, კვირკვიამ კი 90 წუთი ითამაშა. „ყარაბაღის“ მხრიდან გოლები ჟულიუ რომაუმ, ჟუნინიომ (დუბლი), აბას ჰუსეინოვმა, ელვინ ჩაფარქულიევმა და რედონ ჯიჯამ გაიტანეს.

„ყარაბაღი“ აზერბაიჯანის ჩემპიონი ისტორიაში მეთერთმეტედ გახდა. 28 ტურის შემდეგ, გუგეშაშვილის გუნდს 69 ქულა აქვს და უშუალო მდევარს, „ნეფთჩის“ 26 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი და „ნეფთჩის“ ლიდერის დაწევის შანსი აღარ აქვს.

ცნობისთვის, დღეს, კახა ცხადაძის „გაბალამაც“ ითამაშა, რომელიც „ნეფთჩის“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. ქართველი სპეციალისტის გუნდს 16 ქულა აქვს, ბოლო ადგილზე იმყოფება და გავარდნის მთავარი კანდიდატია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევრო 2024-ზე საქართველოს ვუქომაგებ“ | რას ამბობს ნაპოლის რადიოს ჟურნალისტი
„ევრო 2024-ზე საქართველოს ვუქომაგებ“ | რას ამბობს ნაპოლის რადიოს ჟურნალისტი