თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო, თელავი, კოლხეთი 1913, იბერია 1999
Aa
Aa

განადგურებული თბილისის დინამო და დრამა ქუთაისში

დღეს Crystalbet ეროვნულ ლიგაში 2024/25 წლების სეზონის მეორე ტურის 3 შეხვედრა გაიმართა, რომლებშიც გულშემატკივრებმა ულამაზესი გოლები და ნამდვილი დრამა იხილა.

„სამტრედიამ“ „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა. შეხვედრაში ანგარიში 38-ე წუთზე ვარდნაში ულამაზესი დარტყმით ლაშა კოხრეიძემ გახსნა და სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმში „კოლხეთი 1913“ კაცნაკლული დარჩა. 77-ე წუთზე მოედნიდან მაჰამატ ტიამი გააძევეს. ამით „სამტრედიამ“ 86-ე წუთზე ისარგებლა და ლამაზი გათამაშების შემდეგ, ლევან ხმალაძის პასით დავით უბილავამ ანგარიში გაათანაბრა.

თითო ფრითა და მარცხით „სამტრედია“ და „კოლხეთი 1913“ ორი ტურის შემდეგ მე-6 მე-7 ადგილებზე იმყოფებიან.

ნამდვილი დრამა შედგა ქუთაისში, სადაც „ტორპედომ“ „იბერია 1999“-ს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

გიორგი მიქაძის გუნდმა პირველი ტაიმის დამატებულ მე-3 წუთზე გიორგი კოხრეიძის შორეული უძლიერესი გასროლის შედეგად დაწინაურება შეძლო.

49-ე წუთზე კოხრეიძემ დუბლი შეასრულა. 84-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილმა პენალტიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში 3:0 გახდა. ამ მომენტში ყველას ყველაფერი დასრულებული ეგონა.

86-ე წუთზე ნიკოლა ნინკოვიჩმა გიორგი არაბიძის პასის შემდეგ, ლამაზი დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა. 93-ე წუთზე კი ბორნ იონსენმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. „ტორპედოს“ დრო ამის შემდეგაც ჰქონდა, თუმცა მეტის გატანა ვეღარ შეძლეს.

სტივ კინის გუნდი ორი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში 3 ქულით მე-2 ადგილზეა. „იბერია 1999“ კი ორიდან ორი მოგებით ჩემპიონატის ლიდერია.

დღის მესამე შეხვედრაში „თელავმა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.

პირველი ტაიმი „თელავმა“ 3:0 მოიგო და მატჩის ბედი საწყის 45 წუთშივე გადაწყვიტა. გოლების ავტორები დაჩი ცნობილაძე, თორნიკე მორჩილაძე და თორნიკე ახვლედიანი გახდნენ.

მეორე ტაიმში შედარებით დაბალი ტემპი იყო. გოლი კი მხოლოდ ერთი გავიდა. 82-ე წუთზე გიორგი ხაბულიანმა მცველთან ორთაბრძოლა მოიგო და ერთი-ერთზე მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

ორი ტურის შემდეგ, „თელავსაც“ და „დინამოსაც“ 3-3 ქულა აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აიაქსის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შენაძენი საფრანგეთში ანათებს“ - ნიდერლანდული მედია მიქაუტაძეზე
„აიაქსის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შენაძენი საფრანგეთში ანათებს“ - ნიდერლანდული მედია მიქაუტაძეზე