გორის დილა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, გაგრა
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა | პირველი ტური დილას გამარჯვებით დაიხურა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ადგილობრივი „დილა“ „გაგრას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

გორელებმა ორბურთიანი უპირატესობა პირველივე ნახევარში მოიპოვეს და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ. ანგარიში მატჩის დებიუტში, მე-2 წუთზე ტაირელ ვაუტერმა ზურაბ რუხაძის გახსნა, 39-ე წუთზე კი კიფონ ლაიდსმანმა ნიკა გაგნიძის გადაცემა ზუსტად გამოიყენა და „გაგრას“ კარში მეორე გოლი გაიტანა.

„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მე-2 ტურის შეხვედრები 6-7 მარტს გაიმართება. „დილა“ 7 მარტს, სტუმრად „სამგურალს“ დაუპირისპირდება, გაგრა კი ასევე 7 მარტს, დავით პეტრიაშვილის სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები