კილიან მბაპე
Aa
Aa

2017 წელს რეალს ბარსაში გადასვლა ერჩივნა | უცნობი ინფორმაცია მბაპეზე

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ, Cadena Ser-მა კილიან მბაპეზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. Cadena Ser-ის მიხედვით, „ბარსელონას“ ფრანგი სუპერვარსკვლავის გადაბირების შანსი ჰქონდა და 2017 წელს, კილიანი „კამპ ნოუზე“ გადასვლაზე ფიქრობდა.

როგორც ირკვევა, „მონაკოდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერამდე, მბაპეს „რეალში“ ტრანსფერს „ბლაუგრანაში“ გადაბარგება ერჩივნა. კილიანი თვლიდა, რომ „ბარსას“ რიგებში უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემოდა და პრიორიტეტი კატალონიური გრანდი სწორედ ამიტომ იყო.

Cadena Ser-ი არ ასახელებს მიზეზს, რომლის გამოც, ტრანსფერი არ შედგა, მაგრამ წერს, რომ „ბარსელონას“ ხელიდან გაშვებული შანსი ძვირად დაუჯდა. კილიანი მალე მადრიდის „რეალთან“ დაიწყებს თანამშრომლობას და „ბარსას“ მოსისხლე მტრის ღირსებას დაიცავს.

ცნობისთვის, მბაპემ დღემდე „პარი სენ ჟერმენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 292-ჯერ მოირგო, 244 გოლი გაიტანა და 105 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბიჭომ გირჭო - ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევს უპასუხა
ბიჭომ გირჭო - ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევს უპასუხა