შოთა არველაძე, ქარაგიუმრუქი
Aa
Aa

არველაძე: თუ ემრე მორი ასე გააგრძელებს, მონტელა ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს

თურქეთის სუპერლიგის 25-ე ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ქარაგიუმრუქმა’’ შინ უშუალო კონკურენტი „პენდიკსპორი’’ 2:0 დაამარცხა. ანგარიში 31-ე წუთზე ემრე მორმა გახსნა, 76-ე წუთზე გიუვენ იალჩინმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ მედიასთან ისაუბრა: „სეზონის ბოლომდე სულ უფრო ცოტა მატჩი რჩება, სტრესი იზრდება. გვსურს უკეთ ვითამაშოთ. გოლების გატანა ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებს გამარჯვებას ვულოცავ, კარგი გოლები გავიტანეთ. 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციას ვინარჩუნებდით, მეტოქეს პოზიციები არ დავუთმეთ’’.

შოთა არველაძემ თურქული ფეხბურთის გამორჩეულ ტალანტზე, ემრე მორზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად მისი გუნდის მოთამაშეა.

„ემრე განსაკუთრებული ტალანტია, მისგან ბევრს ველი. მის მიმართ მოლოდინები იზრდება ყოველთვის როცა ბურთს ეხება. ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, დაცვითი და შეტევითი ფუნქციები კარგად შეასრულა. მესმის რომ კონკურენცია დიდია, თუმცა თუ ემრე მორი ასე გააგრძელებს, თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა სიაში შეიყვანს, ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს’’.

ამ გამარჯვებით შოთა არველაძის გუნდმა გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ამ მომენტისთვის, როცა ჯერ მიმდინარე ტური არ დასრულებულა, 27 ქულით მე-14 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები