ხვიჩა კვარაცხელია, მარკუს რაშფორდი, ვინისიუს ჟუნიორი, გაბრიელ მარტინელი, ჟერემი დოკუ
Aa
Aa

FourFourTwo: ტოპ 10 მარცხენა გარემარბი - კვარა მე-4, ვინისიუსი პირველი

ცნობილი ბრიტანული საფეხბურთო გამოცემა FourFourTwo ამჟამად ევროპაში მოთამაშე 10 საუკეთესო მარცხენა გარემარბს გვთავაზობს.

FourFourTwo-ს ვერსიით ტოპ 10-ში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც ვინისიუსს, ლეაოსა და მარტინელის ჩამორჩება.

„ხვიჩა კვარაცხელია არსაიდან მოვიდა და მსოფლიო ფეხბურთში თავისი თავი ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა გარემარბად დაიმკვიდრა. ბათუმის დინამოდან ნაპოლიში და სულ რაღაც ერთ წელიწადში სკუდეტოს გამარჯვებული გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლის შედეგები ამ სეზონში ისეთი ვეღარ არის, ქართველი ფეხბურთელი მათი ევროპული იმედების განუყოფელი ნაწილი და მათთვის გამორჩეული შემსრულებელია. თუ, ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე პროგრესს გეგმავს და ტურნირზე მონაწილეობის მიღება მომდევნო წელსაც სურს - კვარა გუნდში მნიშვნელოვანი წევრი იქნება“.

- წერს ბრიტანული გამოცემა.

ათეული ასე გამოიყურება:

1 - ვინისიუს ჟუნიორი (მადრიდის რეალი)

2 - რაფაელ ლეაო (მილანი)

3 - გაბრიელ მარტინელი (არსენალი)

4 - ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

5 - მიკელ ოიარზაბალი (რეალ სოსიედადი)

6 - ლუის დიასი (ლივერპული)

7 - ჯერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი)

8 - კინგსლი კომანი (ბაიერნი)

9 - ნიკო უილიამსი (ატლეტიკი)

10 - მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ბრიტანელებს ერთი შეცდომა გაეპარათ. მიკელ ოიარზაბალი მიმდინარე სეზონში და ბოლო წლებშიც მარცხენა ფლანგზე არ თამაშობს. „სოსიედადში“ ამ პოზიციაზე ბარენეჩეა ასპარეზობს და საკმაოდ კარგადაც (ოიარზაბალი ცრუ ცხრიანსა და ასევე 11 ნომრად გვევლინება). ოიარზაბალის სუფთა მარცხენა გარემარბებში მოხსენიება შეცდომაა. მით უმეტეს დოკუზე, რაშფორდზე და დიასზე მისი წინ დაყენება ხომ საერთოდ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი წასვლის შანსები გაიზარდა“ | ტებასმა მბაპეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
„მისი წასვლის შანსები გაიზარდა“ | ტებასმა მბაპეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა