მარკუს რაშფორდი
Aa
Aa

ღამის კლუბში წავიდა და ვარჯიში გააცდინა | რაშფორდს ფულადი ჯარიმა ემუქრება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელს, მარკუს რაშფორდს შესაძლოა, სასჯელი დააკისრონ. ინგლისელმა შემტევმა „წითელი ეშმაკების“ ვარჯიში და „ნიუპორტთან“, 28 იანვარს, ასოციაციის თასის ეგიდით გამართული მატჩი ავადმყოფობის გამო გააცდინა, მაგრამ ოთხშაბათს ღამის კლუბში დააფიქსირეს.

The Athletic-ის ინფორმაციით, რაშფორდი ბელფასტში გაემგზავრა და ოთხშაბათს და ხუთშაბათს წვეულებებზე გაერთო. სოციალურ ქსელებში მომხდარის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა და დიდი შანსია, რაშფორდი დასაჯონ.

The Sun-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ ინგლისელისთვის ფინანსური ჯარიმის დაკისრებას განიხილავენ. ბრიტანულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ აპირებს, რაშფორდს 500 000 გირვანქა სტერლინგი გადაახდევინოს, თუმცა, გადაწყვეტილება საბოლოო ჯერ არაა.

შეგახსენებთ, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ „ნიუპორტს“ 4:2 სძლიეს და მომდევნო შეხვედრა 2 თებერვალს ელით, როცა სტუმრად „ვულვზსს“ დაუპირისპირდებიან. ერიკ ტენ ჰაგის ბიჭებს 21 ტურის შემდეგ 32 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის რომ არა, ყველაფერი უფრო ადრე გადაწყდებოდა“ - ესპანური მედია მამარდას თამაშზე
„ის რომ არა, ყველაფერი უფრო ადრე გადაწყდებოდა“ - ესპანური მედია მამარდას თამაშზე