ლონდონის ჩელსი, ტიაგო სილვა
Aa
Aa

ტიაგო სილვა: “ყველამ ვიცით, რომ ჩემი კარიერა დასასრულისკენ მიდის“

ტიაგო სილვას ლონდონის „ჩელსისთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. ვეტერანმა ბრაზილიელმა ბრიტანულ მედიასთან ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და თავის კლუბს გარკვეული სახის მინიშნება მისცა.

რა თქვა სილვამ?

„სამომავლოდ აბსოლუტურად არაფერი მაქვს დაგეგმილი. ახლა უბრალოდ სიამოვნების მიღებას ვცდილობ. ყველამ ვიცით, რომ ჩემი კარიერა დასასრულისკენ მიდის, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა და მოდით ასეთი კითხვებისთვის სწორი დრო შეარჩიეთ. მე მაინც შემიძლია კარგი ფორმის შენარჩუნება და მაღალ დონეზე თამაში. ეს კი სიმშვიდის საშუალებას მაძლევს, მომავალი ღმერთს ეკუთვნის. ვნახოთ რა იქნება 4 თვეში, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მოდუნებული ვარ.

ჩემი ურთიერთობა „ჩელსის“ გულშემატკივრებთან დიდი სიამაყის საბაბია. ამ მოკლე დროში მათი სიყვარული მოვიპოვეთ. ყოველ თამაშზე ბედნიერი ვარ. აქაურობა განსხვავებული და ემოციურია. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვიღლები, მაგრამ თამაში მაინც მსიამოვნებს, ეს კი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.“

შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვა ლონდონურ კლუბს 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, 39 წლის მცველმა „არისტოკრატების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 141-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადაწყვეტილია - მოიზე კინი ატლეტიკოში ითამაშებს
გადაწყვეტილია - მოიზე კინი ატლეტიკოში ითამაშებს