ჟოზე მოურინიო, ჟორჟე მენდეში
Aa
Aa

მოურინიოს აგენტი: ჟოზემ რომას სიყვარულის გამო გიჟურ წინადადებებს უარი უთხრა

ჟოზე მოურინიოს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა პორტუგალიელი სპეციალისტის „რომადან’’ წამოსვლის შესახებ ისაუბრა. მენდეშის თქმით, რამდენიმე თვის წინ არაბულმა კლუბებმა მოურინიოს გიჟური წინადადებით მიმართეს, თუმცა მან კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.

„მისი სინდისი სუფთაა. მან იცის რამდენად კარგად შეასრულა საქმე მაშინაც კი, როცა „ინტერთან’’ და „იუვენტუსთან’’ შედარებით „რომას’’ შეზღუდული რესურსი ჰქონდა.

დიახ, ახლა „რომა’’ მე-9 ადგილზეა, მაგრამ საუკეთესო ოთხეულს მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება და წინ 18 ტურია. მას მუშაობის გაგრძელდება სურდა. დარწმუნებული იყო, რომ რთული ვითარების მიუხედავად წარმატების მიღწევა შეეძლო

მან 26 ტიტული მოიგო და კიდევ ბევრს მოიგებს. ჟოზე ტოპ კლუბების მწვრთნელია და ყოველთვის ტოპ კლუბებისთვის მუშაობდა. ის შესანიშნავი სპეციალისტია და ეს ყველგან დაამტკიცა.

რამდენიმე თვის წინ საუდის არაბეთიდან დაურეკეს და გიჟური წინადადებები შესთავაზეს, მაგრამ „რომაში’’ დარჩენა გადაწყვიტა, რადგან ეს კლუბი უყვარდა’’.

შეგახსენებთ, ახლახან „ჯალოროსიმ'' მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, ჟოზე დანიელე დე როსიმ შეცვალა.

მოურინიო „რომას'' 2021-24 წლებში წვრთნიდა, მისი ხელმძღვანელობით რომაულმა კლუბმა კონფერენს ლიგა მოიგო (2021-22) და ევროპა ლიგის ფინალში „სევილიასთან'' დამარცხდა (2022-23).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები