ჰარი კეინი, ერლინგ ჰოლანდი, ტომას მიულერი
Aa
Aa

მიულერი: “პირადად მე კეინი ჰოლანდს მირჩევნია“

თანამედროვე ფეხბურთს ორი გამორჩეული ცენტრალური თავდამსხმელი ჰყავს. ერლინგ ჰოლანდი და ჰარი კეინი.

ინგლისელი შემტევი მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას იცავს. „რეკორდმაისტერის“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ტომას მიულერმა ჰარი და ერლინგი შეადარა.

რა თქვა მიულერმა?

„რა თქმა უნდა, ერლინგ ჰოლანდი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ის და კეინი სხვადასხვა ტიპის თავდამსხმელები არიან, თუმცა ჩემთვის ჰარი უკეთესია და თავდამსხმელების სათავეში დგას.

კეინი არის ფეხბურთელი, რომელიც მარტივად კითხულობს თამაშს, იცის სად არის საშიში ზონები და უმალ ხვდება რა შეუძლია მის თანაგუნდელს. ჰარი არასდროს თამაშობს აზროვნების გარეშე და მისი მოქმედების მიღმა ყოველთვის არის წინასწარ მოფიქრებული იდეა.“

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი „ბაიერნს“ იდეალურად მოერგო. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელს რობერტ ლევანდოვსკის შედეგის გაუმჯობესებამდე საკმაოდ ცოტა უკლია. საუბარია ბუნდესლიგის პირველ წრეში გატანილ გოლებზე. ამჟამად კეინს 22 გოლი აქვს გატანილი, ხოლო რეკორდი 23-ია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები