ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი შემართება არსად გამქრალა, მაგრამ ბევრი სირთულე აქვს“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე

ცნობილი იტალიური ტელევიზია Sport Italia-ს ჟურნალისტმა და წამყვანმა, ჯოლანდა დე რიენცომ 1 Station Radio-ში სტუმრობისას „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი ყველანაირად ცდილობს ძველი ფორმის დაბრუნებას.

რას ამბობს დე რიენცო:

როცა „ნაპოლის“ თამაშს განვიხილავთ, უნდა გვახსოვდეს, რომ გასულ სეზონთან შედარებით განსხვავებული გუნდია როგორც ფეხბურთელებით, ისე მენტალურად. გუნდი რამდენიმე საკვანძო მოთამაშემ დატოვა, მაგალითად კიმმა, რომელიც ადეკვატურად არ შეცვლილა, ასევე, წავიდა ელმასიც, ოსიმენი და ანგისა აფრიკის თასზე გაემგზავრნენ. გუნდი შეტევაში ვეღარ არის მოწოდების სიმაღლეზე. პარალელს გავავლებ ინტერთან, რომელიც როგორც ჩანს იმავე გზას მიჰყვება, როგორიც ნეაპოლელებმა გასულ სეზონში გაიარეს. ინძაგის გუნდმა „მონცა“ 20 დარტყმით გაანადგურა, „ნაპოლიმ“ კი „სალერნიტანასთან“ გოლი ძლივს გაიტანა.

რაც შეეხება კვარაცხელიას, შარშან თითქოს ყოველი შეხებით ქმნიდა თამაშში სხვაობის შეტანას, ახლა კი აშკარა სირთულეებს განიცდის. ლურჯებს შეტევაში კრეატივი აკლიათ. მაცარი ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ აღდგენას დრო სჭირდება. რაღაც პროგრესი დავინახე, მაგრამ პროგრამირება მაწუხებს. ვერ წარმომიდგენია, რომ ზაფხულში დაშვებულ შეცდომებს დღესაც გაიმეორებენ.

კვარაცხელიას ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ ბევრი ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული. არ განიხილება, რომ ქართველს გამარჯვების სურვილი არ აქვს, ეს ყველა თამაშში ჩანს, ამის გათვალისწინებით, კონტრაქტის განახლების საკითხს არანაირი გავლენა არ აქვს მის მდგომარეობაში, იმის მიუხედავად, რომ მისი აგენტის განცხადებები უკმაყოფილებისკენ მიუთითებს. დღეს ვერ ვხედავთ გასული წლის სინერგიას, ამაში კი პასუხისმგებელი ყველაა, როგორც პრეზიდენტი, ისე ფეხბურთელები.

შეგახსენებთ, რომ 20 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „ინტერს“ 20 ქულით ჩამორჩება. ვალტერ მაცარის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 3 ქულა აშორებს. „ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა იტალიის სუპერთასზე, 17 იანვარს „ფიორენტინას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცის მწვრთნელი: „გიორგის კარგი მატჩი ჰქონდა, მაგრამ...“
მეცის მწვრთნელი: „გიორგის კარგი მატჩი ჰქონდა, მაგრამ...“