ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი“ - ჩავი ელ კლასიკოს წაგების შემდეგ

ესპანეთი სუპერ თასზე მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონა“ 4:1 გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ჩავი:

„იმედგაცრუება და სევდა მიტრიალებს თავში. ეს ფეხბურთია და ყველაფერი ძალიან ემოციურია. ყველაზე ცუდი თამაში გვქონდა. ანგარიშის გათანაბრების შანსი გვქონდა, მაგრამ მესამე გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა. მადრიდის „რეალმა“ ისევ თავისი კონტრ-შეტევებით დაგვაზიანა. გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. აქამდეც ბევრჯერ დავმარცხდით, მაგრამ ბარსა დაბრუნდება.

გასაგებია, რომ კრიტიკა და მძიმე დღეები გელოდება, მაგრამ უნდა მივიღოთ. იმ დონეზე არ ვიყავით, როგორზეც საჭირო იყო. ახლა დროა, რომ „რეალს“ მივულოცოთ. ტიტულის მოსაგებად ასე არ უნდა ითამაშო. მშვიდად ვარ, მაგრამ ამავდროულად გაბრაზებული და იმედგაცრუებული. წინ ჯერ მთელი სეზონია და 3 ტიტულის მოგების შანსი გვაქვს.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შვილს რძეს უყიდი“ | პორტუს ექს-მოთამაშის ისტორია მოურინიოზე
„შვილს რძეს უყიდი“ | პორტუს ექს-მოთამაშის ისტორია მოურინიოზე