ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„შვილს რძეს უყიდი“ | პორტუს ექს-მოთამაშის ისტორია მოურინიოზე

 „პორტუს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კანდიდუ კოშტამ ექს-თავკაცთან, ჟოზე მოურინიოსთან დაკავშირებით, საინტერესო ისტორია გაიხსენა. კოშტას თქმით, შვილის შეძენიდან რამდენიმე საათის შემდეგ, „განსაკუთრებულმა“ მას საჩუქარი გაუკეთა და „ესპანიოლთან“ 2 წუთი ათამაშა.

„როცა ჩემი შვილი დაიბადა, საავადმყოფოში ვიმყოფებოდი და მშობიარობას დავესწარი. რამდენიმე საათის შემდეგ, თამაში გვქონდა და პორტუს მეტოქე ესპანიოლი გახლდათ. საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე, ჟოზემ ცვლილება გადაწყვიტა და არჩევანი ჩემსა და პაულინიო სანტუშს შორის უნდა გაეკეთებინა.

მახსოვს, ჩემთან მოვიდა, ხელი მომკიდა, თითქოს დავალებებს მაძლევდა და მითხრა: „ეს იმისთვისაა, რომ შენს შვილს რძე უყიდო. იმსახურებ, კარგი ადამიანი ხარ“. მოედანზე გავედი და ჟოზეს მიერ მითითებული პოზიცია დავიკავე. თამაში ისე მორჩა, ბურთს არ შევხებივარ, მაგრამ ევროტურნირის შეხვედრა იყო და მასში მონაწილეობისთვის ბონუსი მივიღე. მდიდარი არ გავმხდარვარ, მაგრამ ბევრ რამეს მივხვდი“.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, უცხოურ პრესაში მოურინიოს კიდევ ერთი ყოფილი შეგირდის, სერხიო რეგილონის კომენტარიც გავრცელდა. ესპანელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთი შობა გაიხსენა და განაცხადა რომ გასახდელში, ჟოზემ შემწვარი გოჭი დაახვედრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცის მწვრთნელი: „გიორგის კარგი მატჩი ჰქონდა, მაგრამ...“
მეცის მწვრთნელი: „გიორგის კარგი მატჩი ჰქონდა, მაგრამ...“