თბილისის დინამო, ანზორ მექვაბიშვილი, კრაიოვას უნივერსიტატია
Aa
Aa

მექვაბიშვილის ახალი ვარიანტი - რუმინული GSP ქართველზე წერს

რუმინული გამოცემა GSP-ის ინფორმაციით, კრაიოვას „უნივერსიტატიას'' თბილისის „დინამოს'' საყრდენის, ანზორ მექვაბიშვილის დამატება სურს. მექვაბიშვილთან ერთად  რუმინული კლუბი პოლონეთის ჩემპიონ „რაკუვის'' ფორვარდს ფაბიან პიასეცკის უმიზნებს. GSP მოლაპარაკების დეტალებზე არ წერს, თუმცა ინტერესი რეალურია.

რუმინეთის უმაღლეს ლიგაში კრაიოვას „უნივერსიტატეა'' მესამე ადგილზეა, ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, ანზორ მექვაბიშვილი თბილისის დინამოს აღზრდილია, 2019 წლიდან პირველ გუნდში თამაშობს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 13 მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში საუკეთესო ფორმაში არ იყო, თუმცა ასაკიდან გამომდინარე მისი პროგრესისთვის უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გადასვლა აუცილებელია, 22 წლისაა და 5 ივნისს 23 წლის გახდება.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას მექვაბიშვილი დონეცკის „შახტარსაც'' დაუკავშირეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მის გაფორმებას „ლნზ ჩერკასი“, „შახტარი“ და „ჟიტომირი“ განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები