გიორგი ქინქლაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურაბ ხიზანიშვილი
Aa
Aa

ქინქი, ხიზანა, ჩაკვეტაძე - ბოლო ქართული გოლები ინგლისის ჩემპიონატებში

ინგლისის საფეხბურთო ლიგის (EFL) ოფიციალური ვებგვერდი გიორგი ჩაკვეტაძის მიერ „ბრისტოლთან’’ გატანილ გოლს ეხმაურება, ზურაბ ხიზანიშვილის მიერ „მან. სიტის'' კარში გატანილ გოლს იხსენებს:

„2006 წლის მაისში „ბლექბერ როვერსის’’ ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა „მან. სიტის’’ გაუტანა. ამ გოლის შემდეგ ჩაკვეტაძე პირველი ქართველია, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატში გოლი გაიტანა (იგულისხმება ინგლისის ტოპ 4 ლიგა)’’.

2006 წლის 7 მაისს, პრემიერ ლიგის ბოლო ტურში მარკ ჰიუზის „ბლექბერნმა’’ შინ სტიუარტ პირსის „მან. სიტი’’ 2:0 დაამარცხა. ანგარიში 36-ე წუთზე ზურაბ ხიზანიშვილმა გახსნას, მან მეტოქის მეკარის, დევიდ ჯეიმსის შეცდომით ისარგებლა.

რაც შეეხება კონკრეტულად ინგლისის რანგით მეორე ლიგაში გატანილ ბოლო ქართულ გოლს, 2003 წლის 8 თებერვალს, „პორტსმუტმა’’ შინ „დერბი ქაუნთი’’ 6:2 გაანადგურა. 58-ე წუთზე ქინქლაძის ბრწყინვალე თამაშს ლი მორისის გოლი მოჰყვა. 67-ე წუთზე გიორგი ქინქლაძემ შაკა ჰისლოპს პენალტი გაუტანა და ანგარიში 3:2 გახდა, თუმცა საბოლოოდ ქინქლაძის „დერბი’’ დიდი ანგარიშით დამარცხდა.


 ამ გოლიდან თითქმის 21 წლის შემდეგ ინგლისის რანგით მეორე ლიგაში ჩაკვეტაძემ „ბრისტოლს’’ შეუგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები