რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ნადალი ბრუნდება - ჯერ ბრისბეინის ტურნირი, შემდეგ კარლოს ალკარასი

მაშ ასე - რაფაელ ნადალი ბრუნდება. ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი 31 დეკემბერს ბრისბეინის ტურნირზე დუბლებში მარკ ლოპესთან ერთად პარსელი ტომპსონის დუეტს დაუპირისპირდება.

ამის შემდეგ, ესპანელი სუპერვარსკვლავი ამხანაგური მატჩის ეგიდით თანამემამულე კარლოს ალკარასს შეხვდება.

დღეს, ნადალმა კიდევ ერთ ლეგენდარულ ჩოგბურთელთან ენდი მარისთან ერთად ივარჯიშა. „მატადორი“ სრულ მზადყოფნაშია.

შეგახსენებთ, რომ „თიხის მეფემ“  ტრავმა მიმდინარე წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო. 37 წლის ჩოგბურთელმა ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო.

ნადალმა ავსტრალიის შემდეგ, აბსოლუტურად ყველა ტურნირი გამოტოვა. იწერებოდა, რომ რაფა თიხის მასტერსებზე დაბრუნდებოდა, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესი გაიწელა და ის ვერც მის საყვარელ „როლან გაროსზე“ დაბრუნდა. ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ნადალი ATP რეიტინგში 670-ე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი მარცხი - ბასილაშვილის წარუმატებელი სერია გრძელდება
მორიგი მარცხი - ბასილაშვილის წარუმატებელი სერია გრძელდება