ხვიჩა კვარაცხელია, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

მოურინიომ გალია მოუმზადა | რას წერს Il Mattino ხვიჩაზე

ცნობილი იტალიური გამოცემა, Il Mattino „ნაპოლისა“ და „რომას“ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომელიც „ჯალოროსიმ“ 2:0 მოიგო. Il Mattino-მ ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა ყურადღება და დაწერა გალიაზე, რომელიც „კვარასთვის“ დედაქალაქელთა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ მოამზადა.

„თუ ქართველ ფეხბურთელს სივრცე აქვს, შეუძლია, გადამწყვეტი იყოს. ეს ჟოზე მოურინიომაც იცის და სწორედ ამიტომ, ხვიჩას კრისტენსენი, კრისტანტე და საჭიროების შემთხვევაში, ლორენტე ან მანჩინი მიამაგრა. მოკლედ რომ ვთქვათ, მან კვარას შესაჩერებლად ნამდვილი გალია მოამზადა.

შედეგად მივიღეთ ძალიან ცოტა ფეხბურთი და უამრავი ჯარიმა ხვიჩაზე. შეხვედრის მთავარი არბიტრი, ანდრეა კოლომბო ნაპოლის შემტევს არ დაეხმარა და რომას ფეხბურთელები პირველიდან ბოლო წუთამდე, კვარაცხელიაზე უხეშ ჯარიმებს იღებდნენ“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 16 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. 17 ტურის შემდეგ, მისი გუნდი მე-7 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოურინიო მის პროვოცირებას ცდილობდა, თუმცა კვარა არ წამოეგო“ - იტალიური მედია
„მოურინიო მის პროვოცირებას ცდილობდა, თუმცა კვარა არ წამოეგო“ - იტალიური მედია