ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ნაპოლის მომავალი კვარაზე და ოსიმენზეა დამოკიდებული“ | AS-ი და Mundo ბარსას მეტოქეზე

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. ესპანური გამოცემები წილისყრის შედეგებს გამოეხმაურნენ და „პარტენოპეისა“ და „ბლაუგრანას“ დუელზე AS-მა და Mundo Deportivo-მ დაწერეს.

AS: „ბარსელონას მეტოქე ნაპოლი იქნება, რომელიც ცდილობს, კატასტროფული თვეების შემდეგ, ფეხზე წამოდგეს. რუდი გარსიამ გაანადგურა ყველაფერი კარგი, რაც ლუჩანო სპალეტიმ ააშენა, ვისმა ნაპოლიმაც სკუდეტო თითქმის 20-ქულიანი უპირატესობით დაისაკუთრა. აურელიო დე ლაურენტისმა გარსია ვალტერ მაცარით ჩაანაცვლა და ის პირველი ნეაპოლელი სპეციალისტი იქნება, ვინც ევროტურნირების ორი მერვედფინალური ეტაპის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.

პარტენოპეის მომავალი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სათამაშო ფორმასა და მათ მიერ გაწეულ სამუშაოზე იქნება დამოკიდებული. სეზონის საწყის ეტაპზე გავლილი აღმასვლებისა და დაღმასვლების შემდეგ, როგორც ჩანს, მათ პრობლემურ პერიოდს თავი დააღწიეს.

ნაპოლისთვის ყველაზე საგანგაშო დაცვაში თამაშია. მაცარი ცდილობს, დისტანცია შეამციროს და რეფორმა ჩაუტაროს აგრესიულ და ერთიან ბლოკს, რომელმაც კარგად იცოდა ხაზები როგორ გადაეკეტა და სივრცისთვის როგორ შეეტია. ამ ბლოკის წყალობით, ნაპოლი იტალიაში დომინირებდა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე ძალიან ცოტა დააკლდა“.

Mundo Deportivo: „ისევ ნეაპოლი... ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე შორია და ნიონში გამართულმა წილისყრამ ბარსელონას, ბოლო 5 სეზონში მესამედ, მეტოქედ ნაპოლი არგუნა. პარტენოპეი ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპონენტი იყო, რომელიც შეიძლებოდა, ბარსას შეხვედროდა. ნაპოლის ვარსკვლავები, ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია მთელი მატჩის განმავლობაში საფრთხეს წარმოადგენენ და კულეს დაცვას გამოცდიან. მართალია, სერია A-ს მიმდინარე სეზონში ისე ვერ ასპარეზობენ, როგორც გასულ სეზონში, მაგრამ საჩემპიონო ბრძოლიდან გამოვარდნილი ნაპოლი მაინც სახიფათო მოწინააღმდეგეა და მისი ბარიერის დაძლევა მარტივი არ იქნება“.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩები თებერვალში გაიმართება: 13/14/20/21. საპასუხო შეხვედრები მარტში შედგება: 5/6/12/13.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გააოცა თუ არა კვარამ სერია A-ს მცველები?“ | რა თქვა კიელინიმ ხვიჩაზე
„გააოცა თუ არა კვარამ სერია A-ს მცველები?“ | რა თქვა კიელინიმ ხვიჩაზე