ტოკიოს გრანდ სლემი: გიორგი ტერაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია
Aa Aa
2 დეკემბერი 2023  |  10:54

ტოკიოს გრანდ სლემი: გიორგი ტერაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დღეს 2023 წლის ბოლო გრანდ სლემი დაიწყო. მედლებისთვის დღეს 7 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, საბოლოოდ ფინალურ ბლოკში კი 3 მათგანი მოხვდა.

73 კგ. კატეგორიაში გიორგი ტერაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ნახევარფინალში ჰაშიმოტოსთან დამარცხების შემდეგ, ტერაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში სამხრეთ კორეელ ლის ვაზარით სძლია და დღე ქართული დელეგაციისთვის წარმატებულად დაიწყო.

რაც შეეხება მეორე ბრინჯაოსთვის ბრძოლას, ეთერ ლიპარტელიანი ტაივანელ ლიენსთან შემბოჭავი ილეთით დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ) ფინალშია. ქართველმა ნახევარფინალში რთულ ბრძოლაში კორეელი განკი შებოჭვის ილეთით დაამარცხა. ფინალში კი მისი მეტოქე იაპონელი სანშირო მურაო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პიოტრ იანის მენეჯერი: „მერაბთან ჩხუბისთვის 100 პროცენტით მზად არ ვყოფილვართ“
პიოტრ იანის მენეჯერი: „მერაბთან ჩხუბისთვის 100 პროცენტით მზად არ ვყოფილვართ“