ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ხვიჩას დააკლდა მცველი, რომელიც ფლანგზე ჩაირბენდა“ | ცნობილი მენეჯერი ნაპოლი VS რეალზე

პიეტრო ლო მონაკომ, რომელიც სპორტული მენეჯერი და ტელეკომენტატორია, „რეალისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მათ „რეალის“ ჩემპიონებს ვერ აჯობეს.

„მოდით, ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამართული შეხვედრა თანაბარი იყო. 2:2-ზე, ნაპოლის წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ საოცარი კონტრშეტევა ვერ გამოიყენა. მატჩის ბედი მოედანზე მყოფმა ჩემპიონებმა გადაწყვიტეს. რეალს როდრიგო და ჯუდ ბელინგემი ჰყავდა, ნაპოლის - ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი.

მადრიდელთა ჩემპიონებმა გუნდის თამაშზე პოზიტიური გავლენა მოახდინეს, კვარა და ოსიმენი კი არ გამოჩენილან. მადრიდში ხვიჩას მარცხენა მცველი დააკლდა, რომელიც ფლანგზე ჩარბენებს განახორციელებდა. ჟუან ჟეზუში განაპირა უკანახაზელი არაა და მგონია, რომ ვალტერ მაცარის მარცხენა მცველად ალესანდრო ძანოლი (მარჯვენა მცველი) უნდა გამოეყენებინა. ბოლოს და ბოლოს სწორედ მაცარიმ გადაიყვანა ხუან კამილო ზუნიგა მარცხენა ფლანგზე.

ვფიქრობ, ნაპოლისთვის ჯგუფური ეტაპის დაძლევა პრობლემა არ იქნება. ბერგამოში და მადრიდში ნაჩვენებმა თამაშმა დაგვანახა, რომ პარტენოპეი პროგრესის გზაზეა და ბევრი რამ გამოსწორებულია. მაცარის გუნდს სკუდეტოს მოგების შანსი შენარჩუნებული აქვს და ინტერის დამარცხების შემთხვევაში, ბრძოლაში დაბრუნდება. თუმცა, ვალტერი ოსიმენს ტოპ ფორმის დაბრუნებაში უნდა დაეხმაროს და დაცვაში არსებული პრობლემები გამოასწოროს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას „ინტერთან“, 3 დეკემბერს გამართავს და მატჩი და თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება. „პარტენოპეი“ მასპინძლის რანგში იქნება და საკუთარ კედლებში 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას მორიგი აღიარება | ქართველი კალათბურთელი თვის სიმბოლურში
შენგელიას მორიგი აღიარება | ქართველი კალათბურთელი თვის სიმბოლურში