ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია, მადრიდის რეალი, როდრიგო გოეში
Aa
Aa

როდრიგო: “მე, ბელინგემს და კვარას შეგვიძლია მსოფლიო ფეხბურთის მომავალი ვიყოთ“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „სამეფო კლუბის“ შემტევმა როდრიგო გოეშმა მცირე კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

რა თქვა როდრიგომ?

„ვფიქრობ, „ნაპოლიმ“ ჩვენს წინააღმდეგ იმაზე უკეთ ითამაშა, ვიდრე ეს დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გააკეთა. კვარაცხელია და ოსიმენი? ისინი დიდებული ფეხბურთელები არიან. ერთად ჩვენ და ბელინგემს შეგვიძლია მსოფლიო ფეხბურთის მომავალი ვიყოთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ მადრიდის „რეალს“ 15 ქულა დაუგროვდა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. რაც შეეხება „ნაპოლის“, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი 7 ქულით მეორე ადგილზეა და მესამე პოზიციაზე მყოფ „ბრაგას“ 3 ქულით უსწრებს.

ბოლო ტურში, „პარტენოპეი“ „ბრაგას“ უმასპინძლებს. პორტუგალიური გუნდი შემდეგ ეტაპზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა, თუ „ნაპოლის“ მინიმუმ 2 ბურთის სხვაობით დაამარცხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასებები
Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასებები