ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

მდგომარეობა ნელა უმჯობესდება - კიტეიშვილი იმედოვნებს, რომ მალე დაბრუნდება

გრაცის „შტურმის'' ქართველი ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი კვლავ უცნობია. ფეხბურთელმა ავსტრიულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა უმჯობესებდება, ნაწილობრივ გუნდთან ერთად ვვარჯიშობს, ტკივილის აღარ გრძნობს.

ოთარ კიტეიშვილი:„ჩემი მდგომარეობა ნელა უმჯობესდება. ნაწილობრივ გუნდთან ერთად და ნაწილობრივ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. ტკივილის გარეშე ვვარჯიშობ. იმედი მაქვს, მალე ვითამაშებ''.

კიტეიშვილის შესახებ „შტურმის'' მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა ისაუბრა: „სავარაუდოდ, ამ წელს სასტარტოდან დაწყებას ან 90 წუთით თამაშს ვერ შეძლებს’’.

ამ სეზონში კიტეიშვილმა „შტურმის’’ რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, ოქტომბრის სანაკრებო პაუზისას კვიპროსის ნაკრებს ძლიერი დარტყმით კარგი გოლი გაუტანა.

27 წლის ნახევარმცველს აქილევსის მყესის ტრავმის გამო 26 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები