ნაპოლი, ატალანტა, ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

“ფლანგზე მარტო არ დარჩე“ - ცნობილია რა უთხრა მაცარიმ ხვიჩას

ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტას“ წინააღმდეგ ძალიან მოტივირებული იყო, რაც მის თამაშის ხარისხზეც აისახა. მეტიც, ქართველმა ფეხბურთელმა ბერგამოელებს ეფექტური თავური დარტყმით გოლი გაუტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „კვარა“ ვალტერ მაცარის ჩაეხუტა და აკოცა. ჟურნალისტებს, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არ გამოეპარათ და მათი კარგი ურთიერთობის შესახებ დაწერეს.

სულ ცოტა ხნის წინ კი Corriere dello sport-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უთხრა მთავარმა მწვრთნელმა მატჩის დაწყების წინ კვარაცხელიას.

„წადი და ითამაშე! ფლანგზე მარტო ნუ დარჩები, რადგან შენს წინააღმდეგ ორმაგი და სამმაგი დაცვა იქნება. ისინი ასე დაგამარცხებენ.“

და მართლაც, როდესაც ხვიჩა ბურთს იღებდა მის წინააღმდეგი მინიმუმ 2 მცველი ჩნდებოდა. მეტიც, მაგალითად ჰატებორი მოედანზე გამოსვლის შემდეგ, ხვიჩასთან უხეში თამაშის გარდა არაფერს აკეთებდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, იტალიელმა ჟურნალისტებმა დაწერეს და აღნიშნეს, რომ ხვიჩას ზედმეტად უხეშად ეთამაშებოდნენ და მსაჯებს ამაზე რეაგირება უნდა მოეხდინათ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, „ჯვაროსნების“ ვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად მეოთხე გოლი გაიტანა.

ხვიჩას ყველა მომენტი „ატალანტასთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მალე დაბრუნდი, შენს გვერდით ვართ“ - კვარამ ოლივეირა გაამხნევა
“მალე დაბრუნდი, შენს გვერდით ვართ“ - კვარამ ოლივეირა გაამხნევა