ნაპოლი, ატალანტა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“მაცარიმ ეფექტი მოახდინა, ამის ნათელი მაგალითი ხვიჩაა“

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „ატალანტა“ 2:1 დაამარცხა. პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ თავური დარტყმით გაიტანა, რომლის წინააღმდეგ მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები უხეშობდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, კადრებში გამოჩნდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ვალტერ მაცარი ერთმანეთს ჩაეხუტნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დარიო მარკოლინმა კომენტარი გააკეთა.

მარკოლინი:

„ადვილი არ იყო რუდი გარსიას დატოვებული „ნაპოლისგან“ რაიმე ახლის გაკეთება. ეს იყო დინამიური და ვერტიკალური „ნაპოლი“, რომელმაც „ატალანტას“ დაუდევრობა საუკეთესოდ გამოიყენა. მეორე ტაიმის ცუდად დაწყების შემდეგ, ოსიმენი გამოვიდა და „პარტენოპეი“ გამოცოცხლდა. დანარჩენი კი შედეგზეც აისახა.

ჩემზე ორმა ფაქტმა მოახდინა შთაბეჭდილება. პირველ რიგში, მატჩის შემდეგ, მაცარის და ხვიჩას ჩახუტებამ. ქართველმა დიდებული მატჩი ჩაატარა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ნაპოლიმ“ რუდი გარსიას გაშვების შემდეგ, დამოკიდებულება შეცვალა. ახალმა მწვრთნელმა ეფექტი მოახდინა. ამის ნათელი მაგალითი ხვიჩა, ანგისა და ლობოტკა იყვნენ.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ქართველმა ვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება „პარტენოპეის“, მოქმედი ჩემპიონი სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. მაცარის გუნდი შემდეგ ტურში „ინტერს“ უმასპინძლებს, ხოლო იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“ ესტუმრება.

ხვიჩას ყველა მომენტი „ატალანტასთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიაში პირველია, ევროპაში მე-6 - კვარას მაგარი სტატისტიკა
იტალიაში პირველია, ევროპაში მე-6 - კვარას მაგარი სტატისტიკა